Posts

შეხვედრა N5

 2023წლის 4 დეკემბერს შედგა ბუნებისმცოდნეების კლუბის მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა დაიწყეს პლასტმასის დამზადება 

შეხვედრა N4

Image
  20 ნოემბერს შედგა ბუნებისმცოდნეების მორიგი შეხვედრა.  მოსწავლეებმა ჩაატარეს ცდები “ჯაშუში მელანი“, ნახეს როგორ შეიძლება საიდუმლოდ მისწერო წერილი მეგობარს

შეხვედრა N3

Image
   6 ნოემბერს შედგა ბუნებისმცოდნეების მორიგი შეხვედრა. კლუბის წევრებმა პედაგოგების დახმარებით ჩაატარეს მარტივი და სახალისო ცდები ბუშტების გამოყენებით, დაკვირვებისა და მსჯელობის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუ ბუშტში ჩავასხამთ წყალს და მივიტანთ ცეცხლთან ბუშტი არ გასკდება, ასევე შეიძლება გაბერილი ბუშტი გახეთქვის გარეშე წამოვაცვათ ხის ჩხირზე, ხოლო ბუშტის გახეთქვა შესაძლებელია მარტივად, თუ მას დავასხამთ ლიმნის წვენს

შეხვედრა N2

Image
 2023წლის 16 ოქტომბერს შედგა ბუნებისმცოდნეების მორიგი შეხვედრა, ბავშვებმა პედაგოგების დახმარებით ჩაატარეს მარტივი ცდები ჰაერის შკუმშვასთან დაკავშირებით, ნახეს როგორ შეიძლება მოხარშული კვერცხი ჩაეტიოს ისეთ კოლბაში, რომელსაც კვერცხის ზომასთან შდარებით პატარა ზომის თავი აქვს, ასევე როგორშეიძლება გადმოპირქვავებულ ჭიქაში ავიდეს წყალი ან როგორ ჩავდოთ ხელსახოციანი გადმოპირქვავებული  ჭიქა წყალში ისე, რომ ქაღალდი არ დასველდეს. ბავშვებმა ცდების ჩატარების წინ გამოთქვეს ვარაუდები, რაც ცდებით დაადასტურეს, იმსჯელეს რატომ მიიღეს ასეთი შედეგები

შეხვედრა N1

Image
 2023წლის 3 ოქტომბერს გაიმართა ბუნებისმცოდნეების წრის წევრების პირველი გაცნობითი შეხვედრა. კლუბის წევრებს გავაცანით კლუბის მუშაობის გეგმა,  ლაბორატორიაში მუშაობის წესები

კლუბის მუშაობის შეჯამება

Image
  15 ივნისს სკოლაში მოეწყო სასკოლო კლუბების გამოფენა, მთელი წლის მუშაობის წარდგენა. თავისი ნამუშევრები წარადგინეს კლუბ “ბუნებისმცოდნეების“ წევრებმაც, მათ გააცნეს დაინტერესებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს, თუ როგორ მიმდინარეობდა კლუბის მუშაობა, როგორ აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართული კლუბის მუშაობაში, წარუდგინეს მათ კლუბის ბლოგი

შეხვედრა N9

Image
    24 მაისს შედგა ბუნებისმცოდნეების კლუბის წევრების მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლეებს შეექმნათ ფილტვის მოდელი. კლუბის წევრებმა პედაგოგების დახმარებით პლასტმასის ბოთლებისა და ბამბის გამოყენებით შექმნეს ფილტვის მოდელი, შემდეგ კი ექსპერიმენტით დაადგინეს, როგორ გავლენას ახდენს თამბაქო ფილტვებზე.