2023წლის 16 ოქტომბერს შედგა ბუნებისმცოდნეების მორიგი შეხვედრა, ბავშვებმა პედაგოგების დახმარებით ჩაატარეს მარტივი ცდები ჰაერის შკუმშვასთან დაკავშირებით, ნახეს როგორ შეიძლება მოხარშული კვერცხი ჩაეტიოს ისეთ კოლბაში, რომელსაც კვერცხის ზომასთან შდარებით პატარა ზომის თავი აქვს, ასევე როგორშეიძლება გადმოპირქვავებულ ჭიქაში ავიდეს წყალი ან როგორ ჩავდოთ ხელსახოციანი გადმოპირქვავებული ჭიქა წყალში ისე, რომ ქაღალდი არ დასველდეს. ბავშვებმა ცდების ჩატარების წინ გამოთქვეს ვარაუდები, რაც ცდებით დაადასტურეს, იმსჯელეს რატომ მიიღეს ასეთი შედეგები
6 ნოემბერს შედგა ბუნებისმცოდნეების მორიგი შეხვედრა. კლუბის წევრებმა პედაგოგების დახმარებით ჩაატარეს მარტივი და სახალისო ცდები ბუშტების გამოყენებით, დაკვირვებისა და მსჯელობის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუ ბუშტში ჩავასხამთ წყალს და მივიტანთ ცეცხლთან ბუშტი არ გასკდება, ასევე შეიძლება გაბერილი ბუშტი გახეთქვის გარეშე წამოვაცვათ ხის ჩხირზე, ხოლო ბუშტის გახეთქვა შესაძლებელია მარტივად, თუ მას დავასხამთ ლიმნის წვენს
2023წლის 3 ოქტომბერს გაიმართა ბუნებისმცოდნეების წრის წევრების პირველი გაცნობითი შეხვედრა. კლუბის წევრებს გავაცანით კლუბის მუშაობის გეგმა, ლაბორატორიაში მუშაობის წესები
Comments
Post a Comment