Posts

Showing posts from June, 2026

ბუნებისმცოდნეები 2025-26 შეხვედრა N5

Image
  2025წლის 9 დეკემბერს შედგა კლუბის წევრების მორიგი შეხვედრა, შეხვედრის მიზანი იყო ფილტვების მოდელის შექმნა. მოსწავლეებმა სხვადასხვა მასალის გამოყენებით დაამზადეს ფილტვის მოდელი და გააკეთეს იმის ილუსტრირება, თუ როგორი საზიანოა ფილტვისთვის თამბაქო

ბუნებისმცოდნეები 2025-26 შეხვედრა N4

Image
 2025წლის 25 ნოემბერს  შედგა ბუნებისმცოდნეების მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო მარტივი ცდები "ჯაშუში მელნის" გამოყენებით. მოსწავლეებმა თავდაპირველად გამოთქვეს ვარაუდი, თუ რა მასალა შეიძლება გამოიყენო იმისათვის, რომ წერილი მხოლოდ ადრესატმა წაიკითხოს. მათ სხვადასხვა მასალის გამოყებით ცადეს მეგობრისთვის საიდუმლოდ  წერილის მიწერა 

ბუნებისმცოდნეები 2025-26 შეხვედრა N3

Image
 2025 წლის  6 ნოემბერს შედგა ბუნებისმცოდნეების კიდევ ერთი შეხვედრა, შეხვედრის მიზანი იყო ბუშტების გამოყენებით სახალისო ცდების ჩატარება. კლუბის წევრებმა პედაგოგების დახმარებით ჩაატარეს მარტივი  ცდები ბუშტების გამოყენებით, დაკვირვებისა და მსჯელობის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუ ბუშტში ჩავასხამთ წყალს და მივიტანთ ცეცხლთან ბუშტი არ გასკდება, ასევე შეიძლება გაბერილი ბუშტი გახეთქვის გარეშე წამოვაცვათ ხის ჩხირზე, ხოლო ბუშტის გახეთქვა შესაძლებელია მარტივად, თუ მას დავასხამთ ლიმნის წვენს. შეხვედრამ ჩაიარა ხალისით და ნაყოფიერად

ბუნებისმცოდნეები 2025-26 შეხვედრა N2

Image
  2025წლის 22 ოქტომბერს შედგა ბუნებისმცოდნეების მორიგი შეხვედრა, შეხვედრის მიზანი იყო ჰაერის შეკუმშვით მიმდინარე მარტივი ცდების ჩატარება. ბავშვებმა პედაგოგების დახმარებით  ნახეს როგორ შეიძლება მოხარშული კვერცხი ჩაეტიოს ისეთ კოლბაში, რომელსაც კვერცხის ზომასთან შედარებით პატარა ზომის თავი აქვს, ასევე როგორ შეიძლება გადმოპირქვავებულ ჭიქაში ავიდეს წყალი ან როგორ ჩავდოთ ხელსახოციანი გადმოპირქვავებული  ჭიქა წყალში ისე, რომ ქაღალდი არ დასველდეს. ბავშვებმა ცდების ჩატარების წინ გამოთქვეს ვარაუდები, რაც ცდებით დაადასტურეს, იმსჯელეს რატომ მიიღეს ასეთი შედეგები

ბუნებისმცოდნეები 2025-26 შეხვედრა N1

    2025 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდა კლუბის წევრების პირველი გაცნობითი შეხვედრა. შეხვედრაზე პედაგოგმა ისაუბრა კლუბის მუშაობის გეგმაზე, ლაბორატორიაში მუშაობის წესებზე. კლუბის წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა და დიდი ინტერესი მომავალი შეხვედრებისთვის