ბუნებისმცოდნეები 2025-26 შეხვედრა N2
2025წლის 22 ოქტომბერს შედგა ბუნებისმცოდნეების მორიგი შეხვედრა, შეხვედრის მიზანი იყო ჰაერის შეკუმშვით მიმდინარე მარტივი ცდების ჩატარება. ბავშვებმა პედაგოგების დახმარებით ნახეს როგორ შეიძლება მოხარშული კვერცხი ჩაეტიოს ისეთ კოლბაში, რომელსაც კვერცხის ზომასთან შედარებით პატარა ზომის თავი აქვს, ასევე როგორ შეიძლება გადმოპირქვავებულ ჭიქაში ავიდეს წყალი ან როგორ ჩავდოთ ხელსახოციანი გადმოპირქვავებული ჭიქა წყალში ისე, რომ ქაღალდი არ დასველდეს. ბავშვებმა ცდების ჩატარების წინ გამოთქვეს ვარაუდები, რაც ცდებით დაადასტურეს, იმსჯელეს რატომ მიიღეს ასეთი შედეგები
Comments
Post a Comment