ბუნებისმცოდნეები 2025-26 შეხვედრა N3
2025 წლის 6 ნოემბერს შედგა ბუნებისმცოდნეების კიდევ ერთი შეხვედრა, შეხვედრის მიზანი იყო ბუშტების გამოყენებით სახალისო ცდების ჩატარება. კლუბის წევრებმა პედაგოგების დახმარებით ჩაატარეს მარტივი ცდები ბუშტების გამოყენებით, დაკვირვებისა და მსჯელობის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუ ბუშტში ჩავასხამთ წყალს და მივიტანთ ცეცხლთან ბუშტი არ გასკდება, ასევე შეიძლება გაბერილი ბუშტი გახეთქვის გარეშე წამოვაცვათ ხის ჩხირზე, ხოლო ბუშტის გახეთქვა შესაძლებელია მარტივად, თუ მას დავასხამთ ლიმნის წვენს. შეხვედრამ ჩაიარა ხალისით და ნაყოფიერად
Comments
Post a Comment